მუხლი 1 |
საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2016-2017 წლებისთვის) (შემდგომში – გეგმა).
|
მუხლი 2 |
1. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
2. ეთხოვოთ საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში (2016-2017 წლებისთვის) ჩართულ შესაბამის უწყებებს კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობა, გეგმაში გაწერილი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად. |