Geo | Eng

ღონისძიებები

ტრენინგი ადამიანის უფლებების სამართალში (ab)

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობით, სტუდენტებს სთავაზობს მონაწილეობას ინტენსიურ ტრენინგში "ადამიანის უფლებების სამართალი: საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოში არსებული გამოწვევები".

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათნებისმიერი უნივერსიტეტისიურიდიული ან/და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტებს.

ტრენინგის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებების თაობაზე, განსაკუთრებით, გაეროს და ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებული საერთაშორისო სტანდარტების, აგრეთვე ეროვნული კანონმდებლობის და პრაქტიკაში არსებული გამოწვევების შესახებ.

ტრენინგის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა შემდეგ საკითხებს: ადამიანის უფლებების სამართლის განვითარების ისტორია, ადამიანის უფლებები და კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმები, დისკრიმინაციის აკრძალვა და თანასწორობა, რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლება.

ტრენინგი ჩატარდება ბაზალეთის სასწავლო ცენტრში 2014 წლის 23-26 ოქტომბერს.

მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი: ტრენინგში მონაწილეობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ CV ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: nihr@freeuni.edu.ge . წერილის სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს: ტრენინგი ადამიანის უფლებების სამართალში.

CV-ის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 11 ოქტომბერი, 18:00 საათი.

ტრენინგის მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

საფასური:

ინტენსიური ტრენინგის ღირებულებაა 500 ლარი.

სტიპენდია:

ტრენინგის ღირებულების 80% ფინანსდება სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ცოდნის ფონდის მიერ. აქედან გამომდინარე, სტუდენტებისთვის მონაწილეობის საფასურია 100 ლარი.

გასაუბრების საფუძველზე შერჩეულ სტუდენტთა ნაწილი მიიღებს მონაწილეობისთვის სრულ დაფინანსებას.

მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ტრანსპორტირებით, საცხოვრებლით, კვებითა და სასწავლო მასალებით.




˄