Geo | Eng

ღონისძიებები

ტრენინგი „დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით“ ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სტუდენტებისთვის (ab)

ტრენინგი „დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით“ ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სტუდენტებისთვის (ab)

ევროპის საბჭო - პროექტის „ადვოკატთა და ადამიანის უფლებათა დამცველების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისათვის" ფარგლებში, და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამართლის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, აგრეთვე, სამართლის მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს ერთდღიან ტრენინგს „დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით".

ტრენინგი ჩატარდება 2015 წლის 6 მარტს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

- თანასწორობის პრინციპი და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვა;

- დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო და შიდა მექანიზმები.

ტრენინგი შედგება, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული კომპონენტისგან.

ტრენინგს წარუძღვებიან:

ჯონ ვოდჰემი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ექსპერტი,გაერთიანებული სამეფოს თანასწორობისა და ადამიანის უფლებების ყოფილი კომისარი, არასამთავრობო ორგანიზაციისINTERIGHTSყოფილი აღმასრულებელი დირექტორი;

მარი მესხი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი.

ტრენინგში მონაწილეობისთვის:

- სავალდებულოა ადამიანის უფლებათა სამართლის და ქალთა უფლებათა საკითხების ცოდნა;

- სასურველია ქალთა უფლებათა თემატიკაზე მუშაობის გამოცდილება.

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.

მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი: ტრენინგში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: nihr@freeuni.edu.ge. წერილის სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს: დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით.

მონაწილეების შერჩევა მოხდება ბიოგრაფიის (CV) და საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრების საფუძველზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 20 თებერვალი, 18:00 საათი




˄