სპეციალისტი
ანუკი ბურდული მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს შემოუერთდა 2017 წლის დეკემბრიდან.
მან 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში „საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი საქმიანობა და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება“.
ამჟამად იგი ადამიანის უფლებათა სამდივნოს წევრია და მუშაობს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, პერსონალური მონაცემების დაცვის, რელიგიის თავისუფლებისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე.