დისკუსია

2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი: ბავშვთა უფლებები

ბავშვთა უფლებები
21 ოქტომბერი 2017 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი: ბავშვთა უფლებები

საქართველოს მთავრობა იწყებს 2018-2020 წლებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს. მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო აქვეყნებს სამოქმედო გეგმის პირველ სამუშაო ვარიანტს, რათა სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს ჰქონდეთ მისი განხილვის შესაძლებლობა.

სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ბავშვთა უფლებები (თავი 16). ამ მიმართულებით, 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა რამდენიმე მიზანს ისახავს:

  • ბავშვთა დაცვისა და დახმარების სისტემის გაუმჯობესება
  • სოციალური მომსახურების განვითარება პროგრამული სერვისების გაუმჯობესების გზით
  • ხარისხიანი და ინკლუზიური განათლება ყველა ბავშვისათვის
  • ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა
  • ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება

გაეცანით სამოქმედო გეგმის მე-16 თავის (ბავშვთა უფლებები) პროექტს და დატოვეთ თქვენი კომენტარი. ადამიანის უფლებათა სამდივნო მოხარული იქნება, გაეცნოს თქვენს შენიშვნებს და რეკომენდაციებს. (სამოქმედო გეგმა მოცემულია დინამიური ცხრილის სახით. ცხრილის მარჯვენა სვეტი აღჭურვილია კომენტარის ფუნქციით)

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს.

უკან
დაწერე კომენტარი
˄