სიახლეები

შეხვედრა ბრიტანელ ექსპერტებთან


01 აპრილი 2016 შეხვედრა ბრიტანელ ექსპერტებთან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნომ დაიწყო მუშაობა საჯარო მოხელეთათვის ადამიანის უფლებათა საკითხებზე სასწავლო პროცესის ორგანიზების მიმართულებით. აღნიშნულ პროცესში საქართველოს მთავრობას დახმარებას უწევს დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, რომლის მხარდაჭერით საქართველოს ეწვივნენ ბრიტანელი ექსპერტები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში- ჯონ კისანი და ჯონათან კუპერი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც განხილულ იქნა საჯარო მოხელეთათვის ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სწავლების ორგანიზებასთან დაკავშირებული ასპექტები. შეხვედრებს ესწრებოდნენ ბრიტანელი ექსპერტები, განათლების საერთაშორისო ცენტრის, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის ოფისის (OHCHR), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), არასამთავრობო ორგანიზაციების და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები.

ამასთან, გაიმართა საჯარო დისკუსია, სადაც იმსჯელეს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ვითარებასა და საჯარო მოხელეების გადამზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ბრიტანელის ექსპერტების ტექნიკური დახმარებით დაგეგმილია, საჯარო მოხელეთათვის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე სახელმძღვანელო სატრენინგო მოდულების შემუშავება და დანერგვა.
 

უკან
დაწერე კომენტარი
˄