სიახლეები

ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების, ახალი სამოქმედო გეგმის მომზადების ფარგლებში, 3 დღიანი ტრეინინგი გაიმართა


16 ნოემბერი 2015 ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების, ახალი სამოქმედო გეგმის მომზადების ფარგლებში, 3 დღიანი ტრეინინგი გაიმართა

12-14 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს, პრემიერ-მინისტრის თანაშემწის ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძის ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გაიმართა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 დამ1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2012-2015 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის, საკოორდინაციო ჯგუფის ტრეინინგი.

ტრენინგის ფარგლებში მოწვეულ იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების კუთხით. ტრენინგის მიზანი, საკოორდინაციო ჯგუფის წევრების შესაძლებლობების გაზრდა და 2016-2017 ახალი სამოქმედო გეგმაზე მუშაობა იყო.

ტრენინგის პირველი დღე დაეთმო 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების ძირითად მიმართულებებს, არსებული მიზნებისა და ამოცანების დახვეწასა. მეორე დღე მიმართული იყო სამოქმედო გეგმის ინდიკატორებსა და მათი შემუშავების სპეციფიკას, ასევე სამოქმედო გეგმის შესრულების საკოორდინაციო მექანიზმს. ტრენინგის დასკვნითი ნაწილი მოიცავდა სამოქმედო გეგმის ბიუჯეტის განსაზღვრას, სხვა ქვეყნების წარმატებული მაგალითების გაზიარებასა და სამომავლო გეგმების დასახვას.

შეგახსენებთ რომ 2015 წლიდან „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2012-2015 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის, საკოორდინაციო ჯგუფის კოორდინაცია, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოდან გადაეცა აღმასრულებელ ხელისუფლებას.
 

უკან
დაწერე კომენტარი
˄