საქართველოსა და ავსტრალიას შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციაში...
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, 39-მა სახელმწიფო მოხელემ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების საკითხებში ტრენინგი გაიარა.
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში , სოფო ჯაფარიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ტექნიკური მხარდაჭერით შეხვდა 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების საკოორდინაციო ჯგუფს წევრებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ექსპერტს მარგარეტ ნიკოლსონს შეხვდა, რომელმაც საქართველოს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა.