საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნომ და სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, საჯარო მოხელეთათვის ბიზნესის და ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებით ონლაინ ვებინარების სერია დაიწყო.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი ძალისხმევით, ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ქალთა ისტორიის თვე აღინიშნა.
საქართველოს დელეგაციამ, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის, მაკა ფერაძის ხელმძღვანელობით, ქალთა სტატუსის კომისიის ყოველწლიურ სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 15-26 მარტს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში, ვირტუალურად გაიმართა.